04.ოქტომბერი .2022 11:55

პრემიერი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება

პრემიერი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება
views 600
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა დღეს 15:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება. 

BAG-ის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, საუბარი შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და არსებულ გამოწვევებს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია ასოციაციის პრეზიდენტის მიერ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც მკაფიოდ ასახავს ბიზნეს სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, ასევე შემაფერხებელ ფაქტორებს. შეხვედრა წარიმართება დიალოგის რეჟიმში და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები.