მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი დღეს იმერეთს ეწვევა და ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს გახსნის

60c06988c5695
თელარა გელანტია
09.06.21 11:08
757
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას.

დღესვე, პრემიერი ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობას გახსნის და შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს გახსნის. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მთავრობის მეთაური იმერეთში სტუმრობისას ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმს დაათვალიერებს.