03.მარტი .2020 17:54

პრემიერი ეკონომიკურ გუნდს კორონავირუსის ზემოქმედების მინიმალურამდე დასაყვანად დავალებას აძლევს

views 435
უკან

დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა წარადგინა ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შედეგად მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე და საქართველოს ეკონომიკაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური გეგმა, ქვეყნის ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.  ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი თქმით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის. 

სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. 

ცნობისთვის: კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, რეგულარულად იკრიბება. ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებს და მთავრობა პროცესს სრულად მართავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა