მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე "ქართული ოცნების“ მთავრობის 3 მიღწევას ასახელებს

62b95e42cef26
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.22 11:36
813
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რის შემდეგად ქვეყანამ ურთიერთობის განვითარების მხრივ ძალიან დიდი შედეგები მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ძირითადი მიღწევა გამოყო, რომელსაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიაღწია. მათ შორის არის ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ მიანიჭა.

„დღეს საიუბილეო თარიღია, 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მინდა გამოვყო რამდენიმე ხელშესახები შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო:

- ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც ევროკავშირთან გვაქს. ამის შემდეგ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, ევროკავშირში ვაჭრობა იზრდება და ჩვენს მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში ნულოვანი ბარიერის გარეშე გააქვთ;

- მეორე მიღწევა - უვიზო რეჟიმია. ჩვენი ყველა მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს პასპორტით უვიზოდ გადაადგილდება;

- მესამე ახლა უკვე ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივაა, ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელწმიფო გახდება.

მჯერა, ძალიან მალე მივიღებთ ქვეყნის კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ევროპასთან ინტეგრაციის რეალური და ხელშესახები შედეგებია.

ამ ძირითადი მიღწევების გარდა, ჩვენ ევრორეგულაციების და ევროდირექტივების მიმართულებით 45%-ია შესრულებული, DCFTA-ს ნაწილში 50% გვაქვს შესრულებული, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები განათლების, პენიტენციურ, მეცნიერება, სოფლის მეურნეობა, საჯარო სამსახურის რეფორმა, ტრანსპორტი, ენერგეტიკაში, რეგიონულ განვითარებაში.

ასოცირების ხელშეკრულებით დამატებითი შესაძლებლობა მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ეს არის „ერასმუსი+“ „ჰორიზონტი 2020“, „შემოქმედებითი ევროპა“, Frontex, ევროჯასტი, ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგილს, პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.