მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: „Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება ძლიერი მესიჯია საინვესტიციო გარემოსთვის“

5f3e26bf68c98
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.20 11:41
897
Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება არის ძალიან ძლიერი მესიჯი საინვესტიციო გარემოსთვის, იმისთვის რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად, „BB“ დონეზე დატოვების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, Fitch-ის ეს შეფასება მიუთითებს იმაზე რომ საქართველოს მთავრობამ სწორად იმოქმედა კრიზისის პერიოდში.
„კრიზისთან ბრძოლა ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა გავაგძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები, რაც გვაქძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ სწრაფად გამოვიდეთ და კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმოს და ქართული ეკონომიკისთვის.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც სასიხარულო აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური კრიზისის პირობებში სააგენტო Fitch-ის რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული და ასეთი ქვეყნები ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენს საერტაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა Fitch-ის პროგნოზებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ კრიზისის პერიოდში მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ მიაყენოს ზიანი ეკონომიკას.

„აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ Fitch-ის პროგნოზით 2020 წლის ეკონომიკური ვარდნა ფაქტობრივი ჩვენ გვექნება დაახლოებით 4.8%, ხოლო 2021 წლიდან Fitchი ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს პროგნოზირებს 4.5%-ის ფარგლებში.

აქ ჩვენ უნდა შევძლოთ რომ კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძებლობა. მიზანი მარტივია - მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მინიმალური ზიანი ეკონომიკას და ეკონომიკა მოვამზადოთ და გვყვავდეს ისეთ ფორმაში, როდესაც პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები და ჩვენ ეს ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ.

მნიშვნელოვანია რომ ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, იმისთვის რომ საინვესტიციო და ბიზნეს გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უკეთესი“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Fitch-მა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა კვლავ BB დონეზე დაადასტურა, თუმცა განახლებული შეფასებით "სტაბილურიდან" "ნეგატიურ" სტატუსამდე არის შემცირებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მოლოდინი.