მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემების გამო, მორიგ საკადრო ცვლილებას აანონსებს

5e2b29906d963
BM.GE
24.01.20 21:25
2105
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების შესახებ შექმნილი პრობლემების გამო, "საკადრო გადაყვეტილებები გაგრძელდება". მისი თქმით, ნაწილობრივ საკადრო ცვლილებები უკვე იქნა მიღებული, თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება.

„სამწუხაროდ ჩვენ საკმაოდ მოძველებული ინფრასტრუქტურა გვაქვს, საკმაოდ სერიოზული დისბალანსია მაგალითად, გუდაურში ახალი სასტუმროების მშენებლობის ტემპში, და ინფრასტრუქტურულ ჩამორჩენაში, ამანაც თავისი გარკვეული როლი შეასრულა, მაგალითად გუდაურის შემთხვევაში. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი იყო მოგვარებადი და პროგნოზირებადი და ეს არ უნდა მომხდარიყო. შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ნაწილობრივ იყო მიღებული, მაგრამ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა გახარიამ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში.

ამასთან, მისივე თქმით, მთავრობა აპირებს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას პარლამენტში, რომლის მიხედვითაც საკურორტო ზონებში მენეჯმენტ-კომპანიები შეიქმნება. მისივე თქმით, უნდა არსებობდეს ერთი გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს მთლიანად საკურორტო ზონას.