მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

62c5943688652
BM.GE
06.07.22 19:55
492

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა. 

შეხვედრა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ეხებოდა, სადაც ხაზი გაესვა  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე, გაამახვილა.