მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი

5d8c55d0d9b20
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.19 10:07
2161
ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი,- ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის გუშინ ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.

“თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თთოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, ის, რაც ტყიბულში ხდება. მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პრემიერმა.

მანვე ეკონომიკის მინისტრს დაავალა დღესვე ჩავიდეს ადგილზე და იყოს მაქსიმალურად მკაცრი.