მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ჯანდაცვა დღეს ქვეყანაში ბიზნესია და ეს უნდა გავითვალისწინოთ

5ef98ac3822d3
თელარა გელანტია
26.06.20 17:00
1023
ჯანდაცვა არის სახელმწიფოს სოციალური ვალდებულება, მაგრამ ამავე დროს არის ბიზნესი. სხვანაირად დღეს სახელმწიფოს რესურსით, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს განვითარებული ევროპულ დონეზე რაღაც პერიოდის შემდგომ მაინც, შეუძლებელია“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სახელმწიფოს ბევრი სხვა სოციალური მიმართულებაც აქვს დასაფარი და შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით ეს შეუძლებელია.

„სახელმწიფოს სხვა ბევრი სოციალური მიმართულება აქვს დასაფარი, საპენსიო, სოციალური დახმარება და კიდევ ბევრი რაღაც. ჩვენ რომ ვიყოთ უზარმაზარი რეზერვის ქვეყანა და გვქონდეს ულევი წიაღისეული და რესურსები, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვართ. ამიტომ ჯანდაცვა დღეს ქვეყანაში არის ბიზნესი და ეს უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: პრემიერისგან განსხვავებით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისთვის ჯანდაცვის, როგორც ბიზნესის განხილვა, მიუღებელია.

“ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი," - ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ ცვლილებებთან მიმართებით 2019 წლის დეკემბერში გააკეთა.