მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ ხსნიან საზღვრებს

5ef9cca687411
ინგა მურუსიძე
29.06.20 15:20
5502
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს, სატრანსპორტო თვალსაზრისით, არაფერი ემუქრება. მედიამ პრემიერს კითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რატომ გადასწია საქართველომ ავიამიმოსვლის აღდგენის ადაწყვეტილება ივლისის ბოლომდე, ნაცვლად დაპირებული 1 ივლისისა.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, საზღვრებს ფრთხილად გახსნიან.

„ჩვენ შევძელით ვირუსის გავრცელების რიკსების მართვა - ეს უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული და დაფასებული, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, რამდენიმე დღეში მივაღწევთ. საქართველოს მიღწევები რისკების მართვის თვალსაზრისით იქნება დაფასებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რასაც მიიღებენ. ერთი რამ ვიცოდეთ - დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოსკენ ფრენები შეზღუდული არ არის, დღეს სრულდება ბერლინის, ვენის, ამსტერდამის მიმართულებით რეისები.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. იმ სპეკულირების საპასუხოდ, რომელიც მათ შორის პარლამენტიდან მოდის, პირველ ადგილას დავაყენეთ ადამიანების ჯანმრთელობა. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში ბევრგან არის სერიოზული აფეთქება. ყველა გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული შეთანხმებულად და კოორდინირებულად თითოეულ პარტნიორთან. არაფერი ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რაც რეგიონთან შედარებით გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.