მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: კორონოვირუსთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 351 მლნ ლარი გამოიყოფა

5e844c5283fa8
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.20 12:11
699
Covid 19-თან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 351 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხა არის ცალკე გამოყოფილი და არ შედის იმ 2 მილიარდ ლარიან დაფინანსებაში, რომელიც უშუალოდ ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვისაა გამოყოფლი.

“ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის დღეის მდგომარეობით რეზერვირებული, რათა ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც - მასშტაბის, ასევე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს გამოყენებული უაღრესად რაციონალურად”, - განაცხადა გახარიამ.