მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი კულტურის მინისტრს შეხვდა - თეა წულუკიანი მუშაობას შეუდგა

6058896f4f5f6
თელარა გელანტია
22.03.21 16:05
740
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, თეა წულუკიანი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტების, სტრუქტურის ჩამოყალიბების საკითხებსა და უმთავრეს მიმართულებებზე, რომლებიც ეხება როგორც კულტურისა და სპორტის, ასევე ახალგაზრდობის დარგს.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს, ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს", - ნათქვამია რელიზში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი 19 მარტს მოაწერა.

აღდგენილი სამინისტროს სავარაუდო ბიუჯეტი 300 მლნ ლარია.