საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება.
ღარიბაშვილმა კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევა მიიღო.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად. ყოველი წლის თებერვალში ეს ღონისძიება თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 2021 წელს ვერ ვუმასპინძლეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, თუმცა მაღალი დონის შეხვედრების სერია მოეწყო ვირტუალურ და სატელევიზიო ფორმატში და მათ „გზა მიუნხენისკენ“ ეწოდა. ყოველივე ამის მიზანი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დიალოგი გამართულიყო საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის და საფუძველი ჩაგვეყარა 2022 წლის თებერვლის დებატებისთვის.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზებს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მაღალი დონის იდეების ურთიერთგაცვლა მოხდეს მათ შორის სტრატეგიული დებატების გზით. ეს იქნება საუბრები სცენიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. როგორც წინა წლებში ხდებოდა, მთავარი პროგრამის ფორმატში გამართულ დებატებს ამჯერადაც გაამდიდრებს მრავალი პარალელური ღონისძიება, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტები და ორგანიზაციები მოაწყობენ.
ბუნებრივია, კონფერენციის ფორმატი და პროგრამა მორგებული იქნება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების იმ დროისთვის მოქმედ რეგულაციებზე. ვიმედოვნებ, 2022 წლის თებერვალში მიუნხენში მექნება თქვენი დახვედრის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ვოლფგანგ იშინგერის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ