მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებთ

5f5b5e81d0b62
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.20 15:27
1001
არ ვართ მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქართველოს მოქალაქეებს იმ რეგულაციების და წესების დაცვისკენ მოუწოდა, რომელიც დღეისთვის მოქმედებს.

„არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად დაინტერესებულები ვართ იმით, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური მართვის ნაწილში, გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზე და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება, ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. ეს არ არის რთული მოთხოვნები... თუმცა როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვებს ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან“, - განაცხადა გახარიამ.