27.ოქტომბერი .2020 11:27

პრემიერი: მომავალი 4 წელი სამეგრელოს აღმშენებლობის წლები იქნება

views 968
უკან

„მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის 4 წელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში გაზიფიცირების გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 4 წელიწადში საქართველო ყველა პრობლემას საბოლოოდ გაუმკლავდება და  ევროპულ სახელმწიფოს დაემსგავსება.

„ეს იქნება ის 4 წელი, როდესაც საბოლოოდ გავუკმლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს ეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზიფიცირებას, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და სისტემური ჯანდაცვის ობიექტებს, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია - ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა გახარიამ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა