მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

5e9b613819f39
BM.GE
19.04.20 00:17
2303
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვას სოციალურ ქსელ Facebook-ში, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისალოც ტექსტს ახლავს ფოტო, რომელიც 2019 წელს არის გადაღებული.

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.

დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.

ქრისტე აღდგა!", - ნათქვამია პრემიერის მისალოც ტექსტში.