17.მარტი .2020 13:24

პრემიერი: მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, მნიშვნელოვანია მოქალაქეების თვითშეგნება

views 226
უკან

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, - ამის შესხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეთა სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მან თქვა, რომ გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის მხრიდან.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს, ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა