12.მარტი .2020 10:09

პრემიერი: მთავრობის ყველა ორგანო 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის

views 375
უკან

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა პანდემიის გამოცხადების პირობებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლს მიყვება.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში შექმნილია საკოორდინაციო საბჭო და ბოლო კვირებია, აქტიურად მუშაობს იმ რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც პანდემიის შემთხვევაში დაგვჭირდებოდა.

მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების, ან თვთკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიყოთ მზად ამ გამოწვევების საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24-საათიანი საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შს, იუსტიციის და განათლების სამინისტროებს, ასევე რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა