მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ნიკა მელია კრიმინალია, მადლობა ბატონ გომელაურს და პოლიციას

6034b0509f429
ინგა მურუსიძე
23.02.21 11:38
1687
"ნიკა მელია არის კრიმინალი, მადლობა პოლიციას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას. ის შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლიციასთან ერთად, ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობას უხდის. 

„რაც შეეხება დღეს ჩატარებულ ოპერაციას, დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ძალიან ეფექტური შს მინისტრი. მინდა საჯაროდ გადავუხადო ბატონ გომელაურს მადლობა, პოლიციასთან ერთად, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე დაადგინა სასამართლომ, რომ კრიმინალია, ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი, ხოლო მეორე საქმე არის პარლამენტის შენობის შტურმის აღების სურვილი. მათ გადაწყვიტეს სახელმწიფოებრიობის გამოცდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.

რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ღარიბაშვილის თქმით, ის, რაც დღეს მოხდა, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტია.

„დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის რაც, არის ამერიკის, ევროპის უმაღლესი სტანდარტი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიუხედავად მედიის კითხვებისა, ღარიბაშვილმა საერთაშორისო გამოხმაურებებსა და კრიტიკაზე კომენტარი არ გააკეთა.