მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, თუმცა ესეც გადაივლის

5f685a7d3dabb
ინგა მურუსიძე
21.09.20 11:50
939
"პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, თუმცა ესეც გადაივლის", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  მოსახლეობას მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერობის კანდიდატ კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას.

„ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, დაცული ტერიტორია, ტურისტულად უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, ესეც გადაივლის, აქაც ერთად გავიმარჯვებთ ყველა. ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი და, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც.

სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამებით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.