დასრულდა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა - 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლების მიღებას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დასაქმების მაჩვენებელიც პროფესიულ სასწავლებლებში უკვე ძალიან მაღალია, არის ბევრი სასწავლებელი, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი.
"ვფიქრობთ, პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება გააქტიურდა, დუალური განათლების მექანიზმები ჩაირთო და დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ პროფესიული განათლების პროგრამებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დუბაიში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დღეს პირველად წარადგენს პროექტს - "ისწავლე საქართველოში". ამ ახალ მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რათა მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები.
ჩვენ წელს გავიხსენეთ მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადეგების სახით. რაოდენ სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით, 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მცირე სკოლებს, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. უმეტესად ესენი არიან ის ადამიანები,რომლებიც სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ვერ მიემგზავრებიან ზამთრის კურორტებზე.
ჩვენ გვინდა რომ, პირველ რიგში, გავაჯანმრთელოთ ჩვენი მომავალი თაობა და, რა თქმა უნდა, ისინი გაიზრდებიან მომავალ მომხმარებლებად იმ სიკეთის, რასაც ზამთრის ტურიზმი ჰქვია", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება