მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "ქართუს" 100 მლნ-ზე: გვყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

5e8eec7499ac4
თელარა გელანტია
09.04.20 13:33
1662
„ეს ადამიანი ეს და ფონდი ("ქართუ") გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს, რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დასაფასებელი“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფონდ ქართუს“ მიერ StopCov-ფონდში განხორციელებულ 100 მილონიან კონტრიბუციას.

„ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომლიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს, რა თქმა უნდა, ეს არის უაღესად დასაფასებელი“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, StopCov-ფონდში ჩარიცხული თანხები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინეტერესებიდან გამომდინარე და covid-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოყენებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ როცა covid-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტებზე და ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული ფონდში, ამ მიზნების მიღწევას მოხმარდება“, - ამბობს პრემიერი.

მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ StopCov-ფონდში 100 მლნ „ქართუმ“ ჩარიცხა