პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისთვის "ფარდის ახდაზე" დასმულ კითხვას პასუხობს. პრემიერი აცხადებს, რომ თუკი არ იქნებოდა ხელისუფლების მკაფიო პოზიცია, შესაძლოა საქართველოს "არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფარდის ახდაზე საუბარი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო დაიწყო.
"მაშინ ახალი მიღებული იყო ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, რომელშიც ჩართული იყვნენ ჩვენი ოპზოციის წევრები და მათი ლობიზმით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.
რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და მიმართვა, ევროპისადმი შესაძლოა, ვახსნებთ რა ჩვენ ოპონენტებს და მათ ლობისტებს და პარტნიორებს, მაშინ შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ამის რისკები დავინახეთ ჩვენ, ვინაიდან წარმოგიდგენიათ, რომ სრულიად უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით, ყოველგვარი დაფარვის და მიკიბვ მოკვიბვის გარეშე. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი, სამართლიანი და პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც. ჩვენ პრინციპულობას ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის. ჩვენმა პრინციპულმა და მტკიცე დამოკიდებულებამ და ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, მე აქვე მინდა სრულიად გულწრფელად მივულოცო ეს აღიარება და დამსახურება ჩვენ ხალხს, გუნდის თითოეულ წევრს,"- აცხადებს ღარიბაშვილი.
"ფარდის ახდაზე" საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს დაიწყო. ეს იყო მისი პირველი კომენტარი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა. ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი ევროკავშირის სტრუქტურებს მოუწოდებდა ემუშავათ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის. რეზოლუციის ტექსტში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზეც და ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ქართველი ოლიგარქის სანქცირებისკენ მოუწოდებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე