30.დეკემბერი .2019 10:36

პრემიერი: რამდენიმე კვირის მონაცემებით, პრივატიზაციიდან შემოსავალი 45 მლნ–ს აღემატება

views 212
უკან

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახელმწიფოს 28 ქონების პრივატიზაცია განხორციელდა. ამის შესახებ მან 2019 წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა.

"დავიწყეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში, რაც მოგვცემს საშუალებას, გავააქტიუროთ აქტივები, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში აქამდე არ მონაწილეობდა და სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც 45 მილიონ ლარს აღემატება", – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ ასევე, რამდენიმე ეკონომიკურ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება.

"საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. 10 თვის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5%–ზე მეტი დაფიქსირდა და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც. კარგი მონაცემები გავქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა დავანახოთ მაქსიმალურად ჩვენს პარტნიორებს.

კარგი მონაცემები გავქვს ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით – ციფრმა გადააჭარბა 9 მილიონს.

ასევე, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები – მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, მზად არიან უმასპინძლონ ჩვენს უცხოელ სტუმრებს, ასევე ტურისტებს საქართველოდან", – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა