„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სამედიცინო ეკიპირების აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.
გიორგი გახარიას თქმით, ზოგადად, მარაგების თემა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს აქვს ჩაბარებული.
„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დონეზე ჩვენ გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომლის სწორად მართვის პირობებში COVID-19-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ ეს იყო პირველ რიგში, ჯანმრთელობა და მეორე - მარაგების მართვა. აქ შედის სწორედ ამ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ბატონ ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი, დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საჭირო მარაგების თვალსაზრისით საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით.
„სწორედ ამიტომ გახლდით დღეს ბათუმის პორტში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება. ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ დღეს აქ, რომ შეგვემოწმებინა, როგორ გამართულად მუშაობს პირველ რიგში საკონტეინერო ტერმინალი, როგორც ბათუმის ისე ფოთის. ჩვენთვის ეს უკიდურესი აუცილებლობაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის არხებია, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ ჩვენს ქვეყანას და ასევე ჩვენს მეზობლებს. ესეს ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ გამოდის, რომ საზღვაო კავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქმე იმაშია, რომ გუშინ tv „პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო ეკიპირების „რეზერვი საკმარისი არ არის“ და მარაგები მხოლოდ 2 კვირის სამყოფია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო