მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი სამინისტროებს ბიუჯეტის მაქსიმალურად რაციონალურად ხარჯვისკენ მოუწოდებს

5e84584d780a3
ინგა მურუსიძე
01.04.20 12:25
626
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობას მოუწოდებს, ბიუჯეტები რაც შეიძლება რაციონალურად ხარჯონ.

როგორც გახარიამ განაცხადა, 2 მილიარდი ლარი არის კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მუშაობს და გამოყოფილი თანხები მიმართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას დაჭერილი ბალანსი როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური შესაძლებლობების შენარჩუნების თვალსაზრისით.

„საბოლოო ჯამში, ყველას მიზანია გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი. უნდა გავუკმლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ მივიღეთ. მინდა, თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, რომ ის რესურსები, რომელიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში, თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც კრიზისული ბიუჯეტი ითვალისწინებს და ასობით მილიონზეა საუბარი. ჩვენ ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტის ხარჯვით ნაწილში და ასევე ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის ნაწილში“, - განაცხადა გახარიამ.