11.ოქტომბერი .2019 14:47

პრემიერი სამშენებლო სექტორს: დანდობისა და მოფერების გარეშე მეუბნებით სად, რა პრობლემა გაქვთ!

views 2412
უკან

მშენებლობის სექტორი არის მზარდი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს. ამიტომ, ერთმანეთის დანდობის, მოფერებისა და დითირამბების გარეშე თქვენ მე მეუბნებით, კონკრეტულად სად, რა პრობლემა გაქვთ, საიდან გამომდინარეობს ან გვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც,- ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებმადე კერძო სექტორს მიმართა.

მისი თქმით, მათ დაიწყეს შეხვედრების სერია, “რომლის მიზანი არის მარტივი, რაც შეიძლება სწრაფად გავზომოთ ტემპერატურა”.

“განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ძირითადი მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

მესმის, რომ 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018. იყო გარკვეული პრობლემები 2018 წელს როგორც რეგულირების, ისე ადმინისტრირების საკითხებში. 2019 წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა კარგად მესმის, რომ საბანკო რეგულაციების, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებისა, ზოგგან გამკაცრების შედეგად, გარკვეული შეფერხებები და სირთულეები შეიძლება იყოს. უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივიდეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრამდე”,- განაცხადა გახარიამ.

დღეს პრემიერთან შეხვედრას 50-მდე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. bm.ge-ის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური გეგმავს, სექტორული შეხვედრების შემდეგ, ცალკე შეხვდეს ბიზნეს ასოციაციებს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა