23.თებერვალი .2020 14:42

პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე: დაელოდეთ გაზაფხულს

views 623
უკან

დღეს მედიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა.

„დაელოდეთ გაზაფხულს... მალე იქნება“ - მოკლე პასუხით შემოიფარგლა გახარია.

ცნობისთვის: ბოოლო რამდენიმეა თვეა, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი უახლესი ვერსიით, პრემიერ-მინისტრის პოსტი შესაძლოა დაიკავოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. გარდა ამისა, პრემიერობის კანდიდატად მედიაში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სახელიც გაჟღერდა.