მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ₾300 მლნ-იან პროგრამას აანონსებს

6295ccab04bc9
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 12:09
921

საქართველოს პრემიერმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების 300 მლნ ლარის ღირებულების პროგრამა დააანონსა, რომელიც 3-წლიანი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ განვითარებად ქვეყანაში, საპოლიციო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სისტემებით უნდა იყოს აღჭურვილი.

„ქვეყანაში რომელიც ვითარდება, სადაც ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები შენდება, რომელშიც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა რაოდენობა, ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც ჩნდება. საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა, თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი.

ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 300 მლნ ლარს შეადგენს. სამშენებლო პროცესი მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს არ შეეხება, ეს მშენებლობები შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. გეგმაში პროცესის 3 წელიწადში დასრულება გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.