მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: საქართველო ინვესტორებს 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას აძლევს

5daea7ee448f7
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 10:56
962
“საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები გაძლევთ საშუალებას 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას გაძლევთ,”- განაცხადა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ფორუმის მონაწილეთათვის მისასალმებელ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მიერ გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას, ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ასევე დსთ-თან, ჩინეთთან, თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან აქვს გაფორმებული ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები.

“საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას გაძლევთ. ამ სამომხმარებლო ბაზარის ძირითადი ინფრასტრუქტურა იქმნება იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც დღეს საქართველოს უკვე აქვს გაფორმებული. ეს არის როგორც მოგახსენეთ ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე უნდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებებიც, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან და ისრაელთან,”- ამბობს გახარია.

22-23 ოქტომბერს, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.