მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება

5d96e029444a9
თელარა გელანტია
04.10.19 11:00
729
ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, შესაბამისად ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ.

"საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორე - რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ.

შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ, როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის ასევე ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, შესაბამისად ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.