მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი საქართველოში ონლაინ ვაჭრობის ხარისხით უკმაყოფილოა

5fe9bdcc9ada6
თელარა გელანტია
28.12.20 15:13
6315
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამიტომ მთავრობამ და ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადაახალისოს და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს.

„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი, ამიტომ ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ, ასევე, ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.