"მთავრობაში ჩვენ უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს, რათა განხორციელდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრაჰესი, ხუდონზეც არის საუბარი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ეკონომიკური ზრდისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია.
"<ჰესების> სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად აშენება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამ პროექტების განხორციელება ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, მეტ დასაქმებას და მეტ ენერგოუსაფრთხოებას,"- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრს არ განუმარტავს ზუსტად რა სახის ჩართულობაზე საუბრობს, რადგანაც სახელმწიფო მის მიერ დასახელებული "ნენსკრაჰესის" განვითარებაში უკვე არაერთი წელია ჩართულია, რაც საპარტნიორო ფონდის მიერ სს "ნენსკრა ჰიდროს" აქციების ფლობაში გამოიხატება.
სახელმწიფოს ამ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტორებთან გაფორმებული აქვს PPA ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ამ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას 10-15 წლის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი