24.აპრილი .2020 14:18

პრემიერი: "სესხის გადავადებით 600 000 მოქალაქემ ისარგებლა"

views 637
უკან

„საბანკო სასხის გადავადებით 600 000 მოქალაქემ ისარგებლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პირველ ეტაპზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდში ის პარრტნიორობა, რომელიც შედგა სახელმწფიოს, ეროვნულ ბანკსა და კერძო ბანკებს შორის.

„ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპი შედგებოდა სწრაფი შეფასების მდგომარეობის, ამ წერტილების გამოვლენის, და დახმარებისგან. ეს გახლავთ მოქალაქეთა დახმარება კომუნალური გადასახადებით და ჩვენ მოვიცავით 1.2 მილიონი ოჯახი და დავასუბსიდირეთ 600 მოქალაქის ბუნებრივი აირის საფასური. ამაზე გაღებული იქნა 150 მლნ ლარი. ასევე მოხდა ფასების ზრდის რისკის დაზღვევა მსხვილი იმპორტიორებისთვის. მოხდა 3 თვით ფიზიკური პირებისთვის სესხების გადავადება. ეს მოხდა საბანკო სექტორთან ერთად.

სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეების სესხის გადავადება 3 თვით, რაც ფიზიკური პირებისთვის ძალინა მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც მათ უბრალოდ შემოსავალი დაკარგეს და დღემდე ამ შეღავათით უკვე ისარგებლა 600 000 ჩვენმა მოქალაქემ. რა თქმა უნდა ეს ყვეალფერი განხორციელდა საბანკო სექტორთან ერთად, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს აქ სახელმწფიოს ჩარტულობა და პარტნიორობა, როგორც ეროვნული ბანკის ასევე კერძო საბანკო სექტორის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა