მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: შარლ მიშელის ვიზიტი ცხადყოფს, რომ EU-სთვის ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

603ca9cd32496
BM.GE
01.03.21 12:42
800
"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. საქართველო მადლობელია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.