მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის მიუღებელია მკვლელის შეწყალება

5d8213f697048
თელარა გელანტია
18.09.19 15:22
913
შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, საერთოდ მკვლელის, მსგავსი მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პრეზიდენტის მორატორიუმითაც დასტურდება.

„რა თქმა უნდა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან და რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.