მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: აქ პრიორიტეტები რთული გადასალაგებელია

5dada81143efb
დავით ჯალაღონია
21.10.19 16:40
866
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ბიზნეს ასოციაციებს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იყო. 

როგორც გახარიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით ცვლილებები ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით განხორციელდება.

"დღეს ბევრი ვისაუბრეთ შრომის კოდექსზე, იმ ინიციატივაზე, მხოლოდ ინიციატივაზე და არა - საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ჯერ პარლამენტშიც არ შესულა და აღვნიშნეთ, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების ბალანსი, ეს არის ის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს ჩვენი დონის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, აქ პრიორიტეტები საკმაოდ რთული გადასალაგებელია, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთბთ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით, ისევე როგორც პროფკავშირებთანაც ამ თემაზე საუბარი გვექნება", - განაცხადა პრემიერმა.