მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: სსიპ-ებში ხელფასები გასაზრდელია, ხალხის რაოდენობა - შესამცირებელი

5ece77a38723d
ინგა მურუსიძე
27.05.20 18:50
1206
სსიპ-ებში და აიპ-ებში ხელფასები და ეფექტურობა გასაზრდელია, ხოლო ხალხის რაოდენობა - შესამცირებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი აზრით, ზოგადად, ქვეყანაში სისტემურად ეს პრობლემა დღეს არ არის.

"რეალურად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ქვეყანაში დღეს იქნება კონტრპროდუქტიული, სსიპ-ებისა და აიპ-ების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობა - შესამცირებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.