მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: თუ გგონიათ, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით

5e81f890ac230
ელენე გოგბერაშვილი
30.03.20 18:08
841
"თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვს და იმის მოლოდინი, რომ მედიკოსები გავლენ ქუჩაში და დაიწყებენ მოქალაქეების მასობრივ ტესტირებას, სიცრუეა.

„როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე. არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში არ არის, თუ მას შემდეგ არ მოჰყვება კონტროლის მექანიზმები.

სწრაფი ტესტები ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია იცით სად?! პირველ რიგში, იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან“, - აცხადებს პრემიერი.

კითხვაზე - როდის იქნება ქვეყანაში სწრაფი ტესტები, პრემიერი პასუხობს:

„იქნება მაშინ, როცა იქნება ამის აუცილებლობა. თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, ეს სწრაფი ტესტები იქნება ხვალ. თუ გგონიათ, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით“, - ირწმუნება გახარია.