მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს - ოთარ კახიძე

5e9ff345e30a8
ინგა მურუსიძე
22.04.20 11:40
937
პრემიერი ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაზე მსჯელობენ.

"მიუღებელია, როცა ჩვენ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მომხსენებლად არ გვყავს პრემიერ-მინისტრი. ის ანგარიშვადლებულია პარლამენტის წინაშე. ის ვალდებულია მოვიდეს, ახსნას, კონკრეტულად რისთვის არის აუცილებელი შეზღუდვები, მოიტანოს არგუმენტაცია და შემოვიდეს დებატებში, რადგან ჩვენ საუკეთესო გამოსავალზე უნდა ვიმსჯელოთ. არ შეიძლება პრემიერმა გამოგზავნოს თანამშრომლები. საზოგადოების და პარლამენტის უპატივცემულობაა ეს, გეგმის წარმოუდგენლობასთან ერთად", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მას უპასუხა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის მიხედვით ხდება, ვინაიდან საკითხზე მომხსენებელი არის პრეზიდენტი, ხოლო არგუმენტებს წარადგენს პრემიერის წარმომადგენელი.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, სოციალურ თემატიკაზე პრემიერი გეგმას 24 აპრილს წარმოადგენს.