მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ვიდრე ფეხზე მყარად არ დადგება, მთავრობა ქართველ გლეხს არ მიატოვებს

5f4ce430a3408
თელარა გელანტია
31.08.20 15:50
933
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა.

„ქობულეთი გარდა ტურისტული ქალაქისა, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგად ვითარდება. საქართველოს მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს. ეს არის აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, როგორი სპეკულირებაც არ უნდა იყოს ზოგიერთი ვაი ოპონენტის მხრიდან. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მარტივი მიზანი გვაქვს, ამ ქვეყანაში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. მადლობას ვუხდი თორნიკე რიჟვაძეს იმისთვის, რაც მან წელს გააკეთა და 1500 ჰექტარი ხელუხლებელი მიწა აჭარაში დამუშავდა. წელსაც, გასული წლის მსგავსად დავუდგებით ციტრუსის ნაწილში გვერდით ჩვენს გლეხს, როგორც არასტანდარტული, ისე სტანდარტული მოსავლის ნაწილში და მივეხმარებით ექსპორტზე მის გატანაში. შარშან გავიტანეთ 30 ათასი ტონა, წელს გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მოსავალი”, - განაცხადა პრემიერმა.