მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: წერტილოვანი "ლოქდაუნი" იქნება, მაგრამ სისტემური - არა

5f9be79928571
ინგა მურუსიძე
30.10.20 14:16
2445
"წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებით "ლოქდაუნი" იქნება, თუმცა არა - მთელი ქვეყნის მასშტაბით" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო კონტექსტში, პარტიები "ლოქდაუნთან" დაკავშირებით აქტიურობენ, რაც იმის მაგალითია, თუ როგორ იყენებენ უპასუხისმგებლო ძალები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ხმები დააგროვონ.

„მე ხაზს ვუსვამ - ქვეყანაში სისტემური "ლოქდაუნი" არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ საქართველოს მასსტაბით, სისტემური, სრული "ლოქდაუნი" არ იქნება და ვერც იქნება. ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან მიმართებაში ფასი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. ვირუსი გადაივლის, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა გახდება #1 პრიორიტეტი “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.