მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: „წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს“

5f2d86559fabf
ვიქტორია მღებრიშვილი
07.08.20 20:48
1165
„წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ორთაჭალაში კომპანია „დირსის“ საცხოვრებელ უბანში 251 დევნილისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლემა 21 000-ზე მეტი საცხოვრებელი გადასცა უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როცა დღეს ასეთი სიხარულით ბავშვებთან ერთად და პირველ რიგში, ბავშვების გამო ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს. ადამიანებს, რომლებსაც ამ ომის(2008 წლის აგვისტოს ომი) შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს, წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველანი ერთად, მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ძველ სახლებში და ეს დაგვრჩეს აქ, როგორც დამატებითი საჩუქარი“, - განაცხადა გახარიამ.