მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ადმინისტრაცია გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტების განრიგს აქვეყნებს

5d9c6c4225a6f
თელარა გელანტია
08.10.19 14:58
5381
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.