ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, რათა ერთის მხრივ თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკამ შეინარჩუნოს სწრაფი აღდგენის პოტენციალი - იყო მთავარი თემები ტურისტული, რესტორატორთა და სამთო კურორტების ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესში მთავრობა ხელმძღვანელობს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით და სწორედ ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად ნებისმიერი დამატებითი შემსუბუქება აღნიშნული ციფრის დასტაბილურებამდე არარელევანტურია.
ეკონომიკური გუნდის წევრებმა ბიზნესის წარმომადგენლებთან უშუალოდ განიხილეს ის სირთულეები, რომელიც მათ კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეექმნათ. მათ შორის, საუბარი შეეხო მთის კურორტებისა და სარესტორნო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
აღინიშნა, რომ მთავრობა აცნობიერებს ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებს, რათა დაბალანსებული მიდგომისა და პროცესის ეფექტური მართვის შედეგად, ზაფხულის ტურისტულ სეზონს შეფერხებები არ შეექმნას. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ, თითოეული გადაწყვეტილება მიიღება არა იმპულსურად, არამედ ეკონომიკის აღდგენის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, რათა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მათ შორის გლობალური ვაქცინაციის შედეგად, სწრაფი ეკონომიკური აღდგენის კუთხით გაჩნდება.
ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია გრძელდება და მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივად ჩართულია ბიზნესთან კომუნიკაციაში, მათ შორის სამუშაო ჯგუფების დონეზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?