საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ეს არ არის თვითმიზანი, ან პანაცეა, ეს არის ძალიან მკაფიო ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი კერძო სექტორი, დასაქმების, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში სიღარიბის გადაჭრის საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს პირდაპირ ეხმაურება ქვეყანაში ადამიანზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
ბექა ლილუაშვილმა ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო უწყვეტად და მდგრადად ვითარდება.
„რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა კომპონენტისგან, დაწყებული ბიზნესის რეგისტრაციით, დამთავრებული გადახდისუნარიანობის პროცედურებით. ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყანაში შეფასდეს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური განვითარებისა და პროცედურების ეფექტიანობის დონე და ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, კერძოდ, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მე-7 ადგილზეა და მეტიც, 10 სხვადასხვა კომპონენტიდან სამის მიხედვით, პირველ ათეულში ვართ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და განმარტა, რომ საუბარია ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო დროსა და პროცედურებზე, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებზე, ინსტიტუციურ ჩარჩოსა და ე.წ მინორიტარული, მცირე წილის მქონე აქციონერების უფლებების დაცვის ნაწილზე.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. ჩამოქვეითების მიუხედავად საქართველო 190 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ათეულში რჩება. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წელს ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს აღემატება(83.28). წელს საქართველოს რეიტინგში ჩამოქვეითების მიზეზი სხვა ქვეყნის, კერძოდ აშშ-ის მიერ ქულების გაუმჯობესება გახდა, რამაც ქვეყანა რეიტინგში დააწინაურა.
Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, 86.8 ქულით, ბოლო ადგილზე კი სომალია. საქართველო 2020 წლის წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება