მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი ლარის გაუფასურების 3 ფაქტორს ასახელებს

5f71940b65b1c
ინგა მურუსიძე
28.09.20 11:42
3010
"ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ლარი დაუბრუნდეს წონასწორულ ნიშნულს", - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება უკავშირდება წინასაარჩევნო გარემოს, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდას და შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებსა და საზოგადოებაში იმის შიშს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის რაღაც ნაწილი შეიზღუდება.

„ჩვენი ცალსახა პოზიციაა, რომ მასშტაბურ შეზღუდვებს ადგილი არ ექნება. რაც შეეხება მზაობას, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ ეს პროცესი მართოს. დღეს ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე. ვაკვირდებით, რომ ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესშია, იქნება ეს ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები თუ სხვა, უცხოური ვალუტის წაყროებიდან შემოსული თანხები. გამოწვევა არის ტურიზმი, თუმცა ის ფულადი დახმარებები, რაცმივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, დაგვეხმარა, რომ შეგვექმნა ყველანაირი რესურსი, მათ შორის - ფინანსური, რათა პროცესი ვმართოთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას  - წესრიგშია თუ არა ფუნდამენტური ფაქტორები, პრემიერის მრჩეველი ასე პასუხობს: „ერთადერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც, რა თქმა უნდა, შემცირებულია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორი კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით, იმ ნიშნულზეა, რაც იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ფულადი გზავნილები იმატებს, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული, შესაბამისად, გვიწევს მოქმედება იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორიდან მიღებული დანაკლისი შევავსოთ“.

ცნობისთვის: ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.33 ლარი ღირს. ვაჭრობა 3.34-ის ნიშნულიდან დაიწყო.