"ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ლარი დაუბრუნდეს წონასწორულ ნიშნულს", - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება უკავშირდება წინასაარჩევნო გარემოს, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდას და შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებსა და საზოგადოებაში იმის შიშს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის რაღაც ნაწილი შეიზღუდება.
„ჩვენი ცალსახა პოზიციაა, რომ მასშტაბურ შეზღუდვებს ადგილი არ ექნება. რაც შეეხება მზაობას, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ ეს პროცესი მართოს. დღეს ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე. ვაკვირდებით, რომ ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესშია, იქნება ეს ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები თუ სხვა, უცხოური ვალუტის წაყროებიდან შემოსული თანხები. გამოწვევა არის ტურიზმი, თუმცა ის ფულადი დახმარებები, რაცმივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, დაგვეხმარა, რომ შეგვექმნა ყველანაირი რესურსი, მათ შორის - ფინანსური, რათა პროცესი ვმართოთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას - წესრიგშია თუ არა ფუნდამენტური ფაქტორები, პრემიერის მრჩეველი ასე პასუხობს: „ერთადერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც, რა თქმა უნდა, შემცირებულია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორი კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით, იმ ნიშნულზეა, რაც იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ფულადი გზავნილები იმატებს, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული, შესაბამისად, გვიწევს მოქმედება იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორიდან მიღებული დანაკლისი შევავსოთ“.
ცნობისთვის: ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.33 ლარი ღირს. ვაჭრობა 3.34-ის ნიშნულიდან დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა