21.ივნისი .2022 13:31

პრემიერის კატარში ვიზიტი: ვის შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის კატარში ვიზიტი: ვის შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი
views 430
უკან

კატარში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია. 

მათივე ცნობით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა.

“შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის”, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, პრემიერ-მინისტრი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორსაც შეხვდა.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის რელიზისი თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა