19.მარტი .2020 13:13

პრემიერის მრჩეველი - "შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება"

views 118
უკან

შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ზომები და შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„თითოეულ სახელმწიფოს თავიანთ ქვეუწყებებთან დაკავშირებით მიეცა დავალება და ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ გეგმა, რომელიც აუცილებელია ამოქმედდეს. თუმცა, აქ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე. ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა და ეს არის შეზღუდვები, რომელიც პრევენციისთვის ხორციელდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა